Accessibility links

რამზან კადიროვის თქმით, ის „ოცნებობს, რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე


რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ „ოცნებობს, რესპუბლიკის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებაზე. „ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ. ომისთვის და წესრიგის დამყარებისთვის. დღეს კი ჩვენთან წესრიგია, აქაურობა ყვავის. ჩემი აზრით, დროა, ცვლილებები განხორციელდეს“, თქვა კადიროვმა რუსეთის ტელევიზიით გამოსვლისას. მან დასძინა, რომ მას რამდენიმე კანდიდატურა მოეპოვება ჩეჩნეთის ხელმძღვანელის პოსტისთვის, მაგრამ მათი ვინაობა არ დაუსახელებია. რამზან კადიროვი 2007 წლიდან უდგას სათავეში ჩეჩნეთის რუსპუბლიკას. ადამიანის უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომმ კადიროვი შესაძლოა კავშირში იყოს ათობით დანაშაულთან, კერძოდ, ბორის ნემცოვის მკვლელობასთან, რუსეთის სხვა ოპოზიციონერთა დევნასთან, ასევე მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჩეჩნეთის მოქალაქეებისა და ადგილობრივი სექსუალური უმცირესობების დევნასთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG