Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს დისკვალიფიკაცია გაუგრძელა


მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთს გაუგრძელა საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის აკრძალვა. ფედერაციის თანახმად, რუსეთმა საკმარისი არ გააკეთა დოპინგის წინააღმდეგ საბრძოლველად. მძლეოსნობის მმართველმა ორგანომ ეს განცხადება გააკეთა 26 ნოემბერს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შეხვედრის წინ, რომელიც დეკემბრის დამდეგს გაიმართება და რომელზეც იმსჯელებენ რუსეთის მონაწილეობის შესახებ სამხრეთ კორეაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. რუსეთს 2015 წელს დაუწესდა აკრძალვა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ანტიდოსადოპინგო უწებამ დაადგინა, რომ სახელმწიფო ხელს უწყობდა დოპინგის გამოყენებას.

XS
SM
MD
LG