Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI-ის თანამშრომლებმა რუსეთის ჰაკერული თავდასხმების შესახებ არ შეატყობინეს ელექტრონული ფოსტის მფლობელებს


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს, ეფბიაის თანამშრომლებმა თავი შეიკავეს ამერიკის ხელისუფლებისთვის იმის შეტყობინებისგან, რომ მათი ელექტრონული საფოსტო ყუთების წინააღმდეგ იერიშს ახორციელებდა ჰაკერული ჯგუფი Fancy Bear. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, რომელი სააგენტო ასოშიეიტედ პრესმა ჩაატარა და რომლის შედეგები 26 ნოემბერს გამოქვეყნდა. სააგენტოს მონაცემებით, ეფბიაის მოეპოვება ინფორმაცია დაახლოებით 80 ჰაკერული თავდასხმის მცდელობის შესახებ, რომლებიც კრემლთან არის დაკავშირებული. მაგრამ სპეცსამსახურმა ამ თავდასხმების შესახებ ელექტრონული ფოსტის მხოლოდ რამდენიმე მფლობელს შეატყობინა. როგორც გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინებოდა ადრე, Fancy Bear-ის წევრი ჰაკერები, სავარაუდოდ დაკავშირებული არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან.

XS
SM
MD
LG