Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს


ვოლოდიმირ გროისმანი და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი 2017 წლის, 27 ნოემბერი
ვოლოდიმირ გროისმანი და გიორგი კვირიკაშვილი. თბილისი 2017 წლის, 27 ნოემბერი

დღეს, 27 ნოემბერს თბილისში გაიმართა საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების, გიორგი კვირიკაშვილის და ვოლოდიმირ გროისმანის პირისპირ შეხვედრა. პრემიერ-მინისტრებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში ბოლო პერიოდის მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა უპირობო მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უკრაინას მადლობა გადაუხადა თანმიმდევრული პოზიციისთვის საქართველოს მხარდაჭერის საკითხებში. თავის მხრივ, ვოლოდიმირ გროისმანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა მაღალ დონეზეა და მისი ვიზიტი იქნება მორიგი ნაბიჯი ურთიერთობების გაღრმავებისკენ. „მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ასევე აღვნიშნო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი” - განაცხადა ვოლოდიმირ გროისმანმა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 26 ნოემბერს, საღამოს ეწვია.

XS
SM
MD
LG