Accessibility links

აშშ ეწინააღმდეგება დონბასში, გაეროს მისიაში რუსეთის მოქალაქეთა ჩართვას


კურტ ვოლკერი

აშშ-ის ადმინისტრაციას არ სურს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში გაეროს სამშვიდობო მისიის განთავსების შემთხვევაში, მისიაში იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც - ამის შესახებ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა. მისი თქმით, გაეროს მისია დონბასში თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდეს და უკრაინის ტერიტორიიდან აკონტროლებდეს უკრაინა-რუსეთის საზღვარს. კურტ ვოლკერის განმარტებით, აშშ-ის გეგმის მიხედვით, დონბასში უნდა გაიგზავნოს გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი, რომელსაც ექნება არა მხოლოდ ფართო ფუნქციები, არამედ უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლებამოსილებაც. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აპირებს მოლაპარაკება გააგრძელოს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან. 13 ნოემბერს, ვოლკერმა სურკოვს გადასცა ვაშინგტონის 29 შესწორება მოსკოვის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მომზადებული რეზოლუციის პროექტზე. მოსკოვი მხოლოდ სამ შესწორებას დაეთანხმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG