Accessibility links

რუსეთს ადანაშაულებენ სირიაში საჰაერო რეიდისას 53 სამოქალაქო პირის დახოცვაში


2017 წლის ნოემბერი: რუსეთის ბომბდამშენი სირიაში

სირიელი აქტივისტების ინფორმაციით, აღმოსავლეთ სირიაში, სულ ცოტა, 53 სამოქალაქო პირი დაიღუპა საჰაერო რეიდისას, რომელიც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა განახორციელეს. ბრიტანეთში დაფუძნებულ ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორიის“ თანახმად, იერიში 26 ნოემბრის დილას მოეწყო დეირ ალ-ზორის პროვინციაში და მიმართული იყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გაკონტროლებული დასახლების წინააღმდეგ. მოკლულებს შორის 21 ბავშვია. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას. რუსეთის სამხედრო ძალებს ჯერ არ გაუკეთებიათ საპასუხოდ განცხადება. „ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია“ ინფორმაციას იღებს სირიაში მყოფი პირებისაგან და განმარტავს, რომ იმას, თუ რომელმა ქვეყანამ განახორციელა საჰაერო რეიდი, ადგენს თვითმფრინავების ტიპის, ადგილმდებარეობის, გამოყენებული იარაღის მიხედვით. რუსეთი მხარს უჭერს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას და საჰაერო ძალებით ეხმარება მის ბრძოლას მეამბოხეების წინააღმდეგ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG