Accessibility links

რუსეთიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააძევეს პოლონელი ისტორიკოსი


პოლონელი ისტორიკოსი ჰენრიკ გლებოცკი

პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტი“ აცხადებს, რომ რუსეთიდან გააძევეს პოლონელი ისტორიკოსი, ჰენრიკ გლებოცკი ამ გადაწყვეტილების მიზეზის განმარტების გარეშე. ინსტიტუტის ინფორმაციით, პროფესორი გლებოცკი 24 ნოემბერს მოსკოვში დააკავეს და მოსთხოვეს ქვეყნის დატოვება 24 საათის განმავლობაში. დაკავებამდე მან სანქტ-პეტერბურგში წაიკითხა ლექციები 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიების შესახებ. პოლონეთის „ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გლებოცკის უარს ეუბნებიან მუშაობაზე რუსეთის არქივებში, რომლებითაც აქამდე სარგებლობდა XIX-XX საუკუნეებში პოლონეთ-რუსეთის ურთიერთობის კვლევისას. რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერ არ გამოხმაურებიან პოლონეთის განცხადებას. ოქტომბერში პოლონეთიდან გააძევეს რუსი ისტორიკოსი დმიტრი კარნაუხოვი, რომელიც დაადანაშაულეს რუსეთის დაზვერვასთან კავშირში და პოლონეთის წინააღმდეგ „ჰიბრიდულ ომში“ მონაწილეობაში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მალევე გამოაცხადა, რომ მიმართავდა ზომას კარნაუხოვის გაძევების საპასუხოდ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG