Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გამომძიებლების მოტყუებაში ადანაშაულებს „როსნეფტის“ ხელმძღვანელს


2017 წლის 27 ნოემბერი, მოსკოვი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი, მოსკოვის სასამართლოში
2017 წლის 27 ნოემბერი, მოსკოვი, რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი, ალექსეი ულიუკაევი, მოსკოვის სასამართლოში

რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ალექსეი ულიუკაევი, რომელსაც წაყენებული აქვს ფულის გამოძალვის ბრალდება, ირწმუნება, რომ უდანაშაულოა. ის გამომძიებლების მოტყუებაში ადანაშაულებს სახელმწიფო ნავთობკომპანია „როსნეფტის“ ხელმძღვანელს, იგორ სეჩინს. ულიუკაევს წაყენებული აქვს ბრალდება, რომ სეჩინს 2 მილიონი დოლარი გამოსძალა, რათა „როსნეფტისათვის“ მიეცა რეგიონულ ნავთობკომპანია „ბაშნეფტის“ ყიდვის ნებართვა. სეჩინი, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება, უკვე რამდენჯერმე დაიბარეს სასამართლოში ჩვენების მისაცემად, მაგრამ ის ერთხელაც არ გამოცხადებულა მოუცლელობის მიზეზით. ბრალდების მხარის განცხადებით, ულიუკაევი დააკავეს 2016 წლის ნოემბერში, როცა მანქანის საბარგულში უპოვეს 2 მილიონი დოლარი - თანხა, რომელიც მას სეჩინმა გადასცა. ულიუკაევი ირწმუნება, რომ ხაფანგი დაუგეს და რომ ყუთში ფული კი არა ღვინის ბოთლები იდო. მისივე თქმით, მთელი ბრალდება არის პროვოკაცია, რომელიც სეჩინმა და უშიშროების ფედერალურ სამსახურში სეჩინის ხალხმა მოუწყეს.

XS
SM
MD
LG