Accessibility links

კიევში დააკავეს 60-ზე მეტი ადამიანი კრიმინალურ ავტორიტეტებად მიჩნეულ პირთა შეკრებაზე


კიევში პოლიციამ დააკავა 60-ზე მეტი ადამიანი კრიმინალურ ავტორიტეტებად მიჩნეულ პირთა შეკრებაზე. ოფიციალური პირების განცხადებით, რეიდი 26 ნოემბერს კიევის ერთ-ერთ რესტორანში ჩაატარეს ეროვნულმა პოლიციამ და სპეცდანიშნულების შენაერთმა. პოლიციის განცხადებით, რესტორანში შეკრებილებს შორის იყვნენ პირები, რომელთაც შეუძლიათ გავლენის მოხდენა „კრიმინალურ ვითარებაზე კიევსა და სხვა რეგიონებში“. ეროვნული პოლიციის კიევის განყოფილების უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს განცხადებით, დაკავებულები დასაკითხად გადაიყვანეს პოლიციის სათავო ოფისში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG