Accessibility links

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯებს შეეძლებათ, შეწყვიტონ მატჩი რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში


ფეხბურთში 2018 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსაჯებს პირველად მიეცემათ უფლება, შეწყვიტონ და გადადონ მატჩი სტადიონზე რასიზმის გამოვლენის შემთხვევაში. ამის შესახებ გამოაცხადა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ. მისი თქმით, რუსეთში ჩემპიონატის დროს იმოქმედებს სამსაფეხურიანი პროცედურა დისკრიმინაციის გამოვლენასთან საბრძოლველად. ფიფას პრეზიდენტის განმარტებით, შეხვედრები ჩაივლის პატიოსანი თამაშის წესების დაცვით, რაც ითვალისწინებს ანტიდისკრიმინაციულ და ანტიდოპინგურ ზომებსაც. რუსეთი 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უმასპინძლებს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს, რომლის მატჩებიც 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG