Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ბირმაში ვიზიტისას წამოჭრა მუსლიმთა უმცირესობის მიმართ ძალადობის პრობლემა


2017 წლის 27 ნოემბერი: რომის პაპი ფრანცისკე ბირმაში
2017 წლის 27 ნოემბერი: რომის პაპი ფრანცისკე ბირმაში

რომის პაპმა ფრანცისკემ ბირმაში ვიზიტისას წამოჭრა მუსლიმი როჰინჯების მიმართ ძალადობის პრობლემა. ამ თემაზე მან ისაუბრა ბირმის სამხედრო და სამოქალაქო ლიდერებთან, გენერალ მინ აიუ ჰლაინთან და მშვიდობის დაარგში ნობელის პრემიის ლაურეატთან, აუნ სან სუ ჩისთან შეხვედრის დროს. მსოფლიოში ამჟამად ერთ-ერთ უმძიმეს კრიზისად ითვლება მუსლიმი როჰინჯების დევნა ბირმაში, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბუდისტები შეადგენენ. ბოლო სამი თვის განმავლობაში 620 ათასამდე როჰინჯა გაიქცა ბირმის შტატ რაკჰაინიდან ბანგლადეშში. გაერო და შეერთებული შტატები „ეთნიკურ წმენდად“ მიიჩნევენ მუსლიმი უმცირესობის მიმართ ბირმის ხელისუფლების მოქმედებას. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც რაკხაინის შტატში თავდასხმები მოაწყეს როჰინჯა მეამბოხეებმა. ბირმელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ მიმართავენ ზომებს მხოლოდ შეიარაღებული პირების წინააღმდეგ. 27 ნოემბერს ათასობით კათოლიკე შეიკრიბა ბირმის დედაქალაქ რანგუნში პაპის დასახვედრად. კათოლიკეები შეადგენენ სულ 1%-ზე ცოტა მეტს ქვეყნის 53-მილიონიანი მოსახლეობიდან. ზოგი კათოლიკე ლიდერის თქმით, ისინი რელიგიურ დისკრიმინაციას განიცდიან. რომის პაპი ბირმის შემდეგ პაპი ბანგლადეშს ეწვევა.

XS
SM
MD
LG