Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ახალგაზრდა წყვილი მოკლეს ნათესავებმა, ოჯახის თანხმობის გარეშე დაქორწინებისათვის


პაკისტანი, 2017 წლის 27 ნოემბერი: ქალაქ კარაჩის საავადმყოფოს მორგიდან მიასვენებენ მოკლული ცოლ-ქმრის გვამებს
პაკისტანი, 2017 წლის 27 ნოემბერი: ქალაქ კარაჩის საავადმყოფოს მორგიდან მიასვენებენ მოკლული ცოლ-ქმრის გვამებს

პაკისტანიდან გავრცელებული ცნობებით, დაკავებულ იქნა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი ახალშეუღლებული წყვილის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით. სამხრეთ პაკისტანის ქალაქ კარაჩიში პოლიციამ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ ახალგაზრდა წყვილი, რომელიც ოჯახის თანხმობის გარეშე იყო დაქორწინებული, გასულ კვირაში მოკლეს ნათესავებმა ადგილობრივ უხუცესთა საბჭოს დავალებით. ასეთ საბჭოს „ჯირგას“ უწოდებენ. ცნობების თანახმად, 24 წლის აბდულ ჰადი და 20 წლის ჰასინა ბიბი ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ-პახტუნხვის პროვინციიდან იყვნენ და ამ თვენახევრის წინ კარაჩიში დაქორწინდნენ. როგორც პოლიცია აცხადებს, აბდულ ჰადის მამა და რამდენიმე ნათესავი დაპატიმრებულ იქნენ მას შემდეგ, რაც 26 ნოემბერს კარაჩის ერთ-ერთ სასაფლაოზე იპოვეს მოკლული ახალგაზრდების გვამები. დაკავებულების თქმით, მათ ჯირგის გადაწყვეტილებით მოკლეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი „პაშტუნთა კულტურის შერცხვენისთვის“. პაკისტანში ყოველ წელს ასობით ადამიანი ეწირება „ღირსების დასაცავ მკვლელობებს“.

XS
SM
MD
LG