Accessibility links

ევროკომისარი ჰანი: ევროკავშირში იმატებს მზადყოფნა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მისაღებად


ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ თანდათან იმატებს მზადყოფნა ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მისაღებად. იოჰანეს ჰანმა ავსტრიის გაზეთ „ვინერ ცაიტუნგთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბლოკის გაფართოებისადმი მხარდაჭერა ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ალბანეთი, მაკედონია, ჩერნოგორია და სერბია ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატები არიან. ამავე სტატუსის მიღებისაკენ მიისწრაფვიან ბოსნია და კოსოვო. ჰანის აზრით, ევროკავშირში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიღება ხელს შეუწყობს რეგიონის სტაბილიზაციას და, ამავე დროს, გაამრავალფეროვნებს საკუთრივ ევროკავშირს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG