Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ვანო მერაბიშვილის მიმართ დარღვეულად ცნო კონვენციის მე-18 მუხლი


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ უცვლელად დატოვა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2016 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის სარჩელზე. დიდი პალატის 9 წევრმა 8-ის წინააღმდეგ 28 ნოემბერს დაადგინა, რომ მერაბიშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი(უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მე–5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთად(თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება). კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, შეზღუდვების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რომელთა გამოც ეს შეზღუდვები დაწესდა. დიდი პალატის დასკვნით, ვერ დადგინდა, რომ ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის მიზანი იყო მისი პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება, თუმცა, სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია მერაბიშვილის მტკიცება, რომ გვიან ღამით ის საკნიდან გაიყვანეს და პროკურორის ოთახში დაკითხეს პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების და პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო, საიდუმლო საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ვანო მერაბიშვილისთვის 4 ათასი ევროს გადახდა. მოსარჩელე 15 ათას ევროს ითხოვდა.

XS
SM
MD
LG