Accessibility links

მაკედონიაში დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი ძალადობისა და პარლამენტში შეჭრის გამო


2017 წლის 28 ნოემბერი: მაკედონიელ პოლიციელებს დასაკითხად მიჰყავთ 27 აპრილის ინციდენტში ეჭვმიტანილი პირი

მაკედონიის პოლიცია აცხადებს, რომ ათობით ადამიანი, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ოპოზიციონერი პარლამენტარები, დააკავეს პარლამენტის შენობაში აპრილში შეჭრის გამო. პროკურატურის განცხადებით, 28 ნოემბერს გაიცა 36 პირის დაპატიმრების ორდერები. მათი დაკავება უკავშირდება ინციდენტს, რომლის დროსაც დემონსტრანტები პარლამენტში შეიჭრნენ და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. დაკავებულები დაკითხეს სკოპიეს სასამართლოში და წაუყენეს „კონსტიტუციური წესრიგისა და უსაფრთხოებისათვის ტერორისტული საფრთხის“ შექმნის ბრალდება. ასეთ ბრალდებას უკავშირდება, მინიმუმ, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. დაკავებულებს შორის არის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი მიტკო ჩავკოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო პარლამენტის გარშემო პოლიციის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. 27 აპრილს ასობით დემონსტრანტი შეიჭრა პარლამენტის შენობაში მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ და სხვა პარტიებმა, რომლებიც მაკედონიის ალბანური ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, კენჭი უყარეს საკანონმდებლო ორგანოს ახალ თავმჯდომარეს. დემონსტრანტები თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და კანონმდებლებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერ ზორან ზაევს, რომელიც ახლა მაკედონიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG