Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა წარუმატებლად სცადა ორბიტაზე ახალი თანამგზავრის გაშვება


რუსეთის კოსმოსური კვლევის უწყება „როსკოსმოსი“ ადასტურებს, რომ თანამგზავრი „მეტეორ-მ“ არ გასულა ორბიტაზე. ვარაუდობენ, რომ თანამგზავრი ოკეანეში ჩავარდა. „მეტეორ-მ“ 28 ნოემბერს გაუშვევს კოსმოდრომ „ვოსტოჩნიდან“. მასთან ერთად ორბიტაზე უნდა გასულიყო 18 მიკროსატელიტი, დამზადებული რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში. კოსმოდრომი „ვოსტოჩნი“, რომელიც მხოლოდ მეორედ იქნა გამოყენებული დედამიწის ორბიტაზე აპარატის გასაშვებად, ამურის ოლქში მდებარეობს. მისი მშენებლობა 2012 წელს დაიწყო და ასობით მილიარდი რუბლი დაჯდა. როგორც ვარაუდობენ, ამ თანხიდან მოპარულია რამდენიმე მილიარდი. „ვოსტოჩნიდან“ პირველი კოსმოსური აპარატი 2016 წლის 27 აპრილს უნდა გაეშვათ, მაგრამ ცერემონია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა, ხარვეზების გამო ჩაიშალა და მომდევნო დღისთვის გადაიდო. პუტინმა მაშინ საყვედური გამოუცხადა ვიცე-პრემიერ დმიტრი როგოზინს, რომელიც კოსმოსთან დაკავშირებულ წარმოებას კურირებს, ისევე როგორც "როსკოსმოსის" გენერალურ დირექტორ იგორ კომაროვს.

XS
SM
MD
LG