Accessibility links

გაურკვეველია, გარდაიცვალა თუ არა სლობოდან პრალიაკი


გაეროს ტრიბუნალის მოსამართლეებმა ჰააგაში შეწყვიტეს სასამართლოს სხდომა მას შემდეგ, რაც სამხედრო დანაშაულში ბრალდებული ექვსი ბოსნიელი ხორვატიდან ერთ-ერთმა, სლობოდან პრალიაკმა დალია, მისი თქმით, შხამი. ხორვატიის ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ პრალიაკი გარდაიცვალა. ნიდერლანდის პოლიციამ უარი თქვა მომხდარის კომენტირებაზე. ყოფილი იუგოსლავიის საკითხების სასამართლო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ სასამართლო სხდომის შეწყვეტიდან ცოტა ხნის შედმეგ 72 წლის პრალიაკი ცოცხალი იყო და ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. არ არის დაზუსტებული, მართლაც შხამი მიიღო თუ არა პრალიაკმა. პრალიაკს 2013 წელს მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა. მასთან ერთად ბრალდებულია ბოსნიელ ხორვატთა ხუთი ლიდერი, მათ შორის იადრანკო პრლიჩი, რომელიც ასაჩივრებს მისთვის ჰააგის სასამართლოს მიერ მისჯილ 25 წლით პატიმრობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG