Accessibility links

ტრამპი: ჩრდილოეთ კორეას დაუწესებენ „დამატებით ფართომასშტაბიან სანქციებს“


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეას დაუწესებენ „დამატებით ფართომასშტაბიან სანქციებს“ მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გააკეთა განცხადება საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შესახებ. ტრამპმა 29 ნოემბერს სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა, რომ ჩრდილოეთ კორეის „პროვოკაციული ქმედებების“ შესახებ ესაუბრა ჩინეთის პრეზიდენტს და რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი ფართომასშტაბიანი სანქციები დაწესდება. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა სატელეფონო საუბრისას გამოხატა აშშ-ის მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი თავი და თავისი მოკავშირეები. ხოლო ჩინეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ-პინმა ამერიკელ კოლეგას უთხრა, რომ პეკინის მიზანია ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში მშვიდობის შენარჩუნება და კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია. ჩინეთი ფხენიანის მთავარი მოკავშირე და სავაჭრო პარტნიორია. ჩრდილოეთი კორეა ირწმუნება, რომ გამოსცადა ახალი ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. გაეროს უშიშროების საბჭო 29 ნოემბრის საღამოს გამართავს საგანგებო სხდომას შექმნილი ვითარების განსახილველად.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG