Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ტრიბუნალი ადასტურებს სამხედრო დანაშაულისთვის გასამართლებული ბოსნიელი ხორვატის გარდაცვალებას


გაეროს ტრიბუნალმა დაადასტურა, რომ გარდაიცვალა სამხედრო დანაშაულისათვის გასამართლებული ბოსნიელი ხორვატი, სლობოდან პრალიაკი, რომელმაც ტრიბუნალის დარბაზში შხამი დალია. შხამის მიღების შესახებ თავად პრალიაკმა თქვა მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს სააპელაციო კომისიის ვერდიქტი მისთვის მისჯილი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ. ყოფილი იუგოსლავიის შესახებ გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალის პრესმდივნის ინფორმაციით, პრალიაკი გარდაიცვალა ახლოს მდებარე საავადმყოფოში, მისი გადარჩენის მცდელობის მიუხედავად. პრალიაკს 2013 წელს მიუსაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული საუკუნის 90-იან წლებში ბოსნიის ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისათვის. ის იყო ერთ-ერთი სულ ექვსი ბოსნიელი ხორვატი მსჯავრდებულიდან, რომელიც სასამართლოს დარბაზში იმყოფებოდა სააპელაციო კომისიის ვერდიქტის მოსასმენად.

XS
SM
MD
LG