Accessibility links

ომბუდსმენმა ნატოსა და ევროპარლამენტში ისაუბრა „გახმაურებულ საქმეებზე“


უჩა ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დაასრულა ვიზიტი ბრიუსელში, სადაც 28-29 ნოემბერს შეხვდა ნატოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ 30 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გახმაურებულ, მათ შორის მუსტაფა ემრე ჩაბუქის, აფგან მუხთარლისა და ე.წ. ციანიდის საქმეებზე. უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ომბუდსმენის ინსტიტუტზე განხორციელებულ შეტევებსა და ღია დაპირისპირებაზე, რომელმაც მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში მიიღო კამპანიის სახე. სახალხო დამცველის აპარატის ცნობითვე, უჩა ნანუაშვილმა შეაფასა სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობა, მართლმსაჯულების ხარვეზები, საკონსტიტუციო რეფორმა და მედია გარემო და ნატოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტისას სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს, საჯად კარიმს და ევროპარლამენტარებს, ჯორჯ პირინსკის, ანა გომეშს, რებეკა ჰარმს და ტრაიან უნგურიანუს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG