Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პარლამენტი აშშ-ის კონგრესის აკრედიტაციის გარეშე დარჩენილ RT-ს გამოესარჩლა


ფედერაციის საბჭოს სხდომათა დარბაზი
ფედერაციის საბჭოს სხდომათა დარბაზი

რუსეთის სახელმწიფო დუმა და ფედერაციის საბჭო ამზადებენ საპასუხო ზომებს ტელეკომპანია Russia Today-სთვის აშშ-ის კონგრესის აკრედიტაციის ჩამორთმევის გამო. სააგენტო ტასი სახელმწიფო დუმის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ მზადდება „სარკისებრი ზომები.“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის წევრმა, იგორ მოროზოვმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. მოროზოვის თქმით, ფედერაციის საბჭოს შეუძლია ამერიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს აღარ მისცეს ფედერაციის საბჭოში შეუფერხებლად შესვლის შესაძლებლობა. მოროზოვის შეფასებით, აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ გრძელდება ომი რუსეთის წინააღმდეგ და ძლიერდება ზეწოლა რუს ჟურნალისტებზე. ფედერაციის საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, ალექსეი პუშკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების ორგანოებზე წვდომა უნდა შეეზღუდოს ყველა მედიასაშუალებას, რომელსაც „უცხოეთის აგენტად“ აღიარებენ. რუსეთის მიერ დაფინანსებულ ტელეარხს, Russia Today-ს აშშ-ის კონგრესის აკრედიტაცია ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც იუსტიციის სამინისტრომ ეს ტელეკომპანია დაარეგისტრირა „უცხოეთის აგენტად.“

XS
SM
MD
LG