Accessibility links

აშშ ჩრდილოეთ კორეის რეჟიმს აფრთხილებს, რომ „მთლიანად განადგურდება“ ომის დაწყების შემთხვევაში


2017 წლის 29 ნოემბერი, ნიუ-იორკი: გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა

გაეროში აშშ-ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სურს ომი ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ ამ ქვეყნის მმართველი „რეჟიმი მთლიანად განადგურდება“, თუ ომი მოჰყვება მის აგრესიულ ქმედებებს. ჰეილი ამ გაფრთხილებით გამოვიდა 29 ნოემბრის საღამოს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდამ კიდევ უფრო ნათელი გახადა აუცილებლობა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ფხენიანთან ურთიერთობა. ამერიკელმა დიპლომატმა ჩრდილოეთ კორეის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნისათვის საწვავის მიწოდება. „ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ომს კი არ გვაშორებს, არამედ მასთან გვაახლოვებს“, განაცხადა ჰეილიმ. აშშ და საფრანგეთი მოითხოვენ ჩრდილოეთ კორეისათვის ახალი სანქციების დაწესებას მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანამ 28 ნოემბერს გამოსცადა ძლიერი რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიას წვდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG