Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატი დასავლეთის კოალიციას ადანაშაულებს სირიის დაქუცმაცების მცდელობაში


2017 წლის ოქტომბერი: სირიის ქალაქი რაყა, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოსაგან" გაათავისუფლეს ქურთმა მებრძოლებმა და მათმა მოკავშირეებმა
2017 წლის ოქტომბერი: სირიის ქალაქი რაყა, რომელიც ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოსაგან" გაათავისუფლეს ქურთმა მებრძოლებმა და მათმა მოკავშირეებმა

გაეროში რუსეთი ელჩმა ვასილი ნებენზიამ აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიცია დაადანაშაულა სირიის დაქუცმაცების მცდელობაში. ნებენზიამ 29 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქურთი და არაბი მებრძოლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს ქალაქი რაყა, დამოუკიდებლად, სირიის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ცდილობენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დანიშვნას და ეკონომიკის აღდგენას. ნებენზიას ამ განცხადების ფონია სირიის ხელისუფლებისა და მეამბოხე ოპოზიციური ჯგუფების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც ჟენევაში იმართება და რომელიც მიზნად ისახავს სირიაში ექვს წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომისათვის ბოლოს მოღებას.

XS
SM
MD
LG