Accessibility links

ლონდონის მერი გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტი რასისტების მესიჯის გავრცელების გამო


ლონდონის მერი სადიკ ხანი (მარცხნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ლონდონის მერი სადიკ ხანი გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი სახელმწიფო ვიზიტი იმის გამო, რომ ტრამპმა ტვიტერით გაავრცელა ბრიტანელი ულტრამემარჯვენეების მესიჯი. სადიკ ხანმა 30 ნოემბერს გამოთქვა შეფასება, რომ ტრამპი რეკლამას უკეთებს „საძაგელ, ექსტრემისტულ ჯგუფს“ და რომ არ არის სასურველი ბრიტანეთში მისი ოფიციალური ვიზიტი. ტრამპმა ბევრის აღშფოთება გამოიწვია, როცა 29 სოციალურ ქსელ ტვიტერით გაავრცელა ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე ჯგუფის, „ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა“, ასევე ტვიტერით გამოქვეყნებული მასალა - განხეთქილების წამქეზებელი და გადაუმოწმებელი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მუსლიმების ძალადობას ასახავს. ბრიტანეთში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი მოითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმებას. ამასობაში ტრამპი გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესმდივნის განცხადებას, რომელშიც „არასწორად“ იყო მოხსენიებული აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ულტრამემარჯვენეთა მესიჯის გავრცელება. ტერეზა, ჩემზე ნუ გაამახვილებ ყურადღებას - ყურადღება გაამახვილე დამანგრეველ რადიკალურ ისლამურ ტერორიზმზე, რომელიც ბრიტანეთშიაო - დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG