Accessibility links

უკრაინის სასამართლოში ხელყუმბარები ააფეთქეს მკვლელობის საქმის განხილვისას


უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის სასამართლოში მკვლელობის საქმის განხილვისას ხელყუმბარები ააფეთქა მსხვერპლის მამამ. დაიღუპნენ ის და ერთ-ერთი ბრალდებული, დაიჭრა ცხრა ადამიანი. აღმოსავლეთ უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიციის პრესმდივანმა, ჰანა სტრაჩევსკამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მკვლელობის მსხვერპლის მამამ ორი ხელყუმბარა ააფეთქა. ის დაიღუპა, ხოლო ათი დაჭრილი, მათ შორის სამი ბრალდებული, მცველები და სასამართლოს თანამშრომლები - საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში. საქმე უკავშირდება 2016 წლის თებერვალში ორი მამაკაცის მკვლელობას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG