Accessibility links

„ჰიუმან რაიტს უოჩი“: რუსეთი იყენებს „დრაკონულ“ კანონს ჰიპერლინკების გამოყენების დასასჯელად


უფლებადამცველ ორგანიზაცია „ჰიუმან რაიტს უოჩის“ განცხადებით, რუსეთში იდევნებიან ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც იყენებენ ჰიპერლინკებს 2015 წელს ამოქმედებული კანონით „არასასურველად“ გამოცხადებული უცხოური ორგანიზაციების ვებსაიტებზე მისათითებლად. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ შეფასებით, მთავრობა ეყრდნობა „დრაკონულ და განზრახ უზუსტო კანონს“, რათა შეავიწროვოს მოქალაქეები, რომლებსაც თითქოსდა კავშირი აქვთ „არასასურველ“ უცხოურ ორგანიზაციებთან. 2015 წლიდან მოქმედ კანონს მკაცრად აკრიტიკებენ დასავლეთში. ის რუსეთის გენერალურ პროკურორს შესაძლებლობას აძლევს, „არასასურველად“ გამოაცხადოს ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვა სახის ორგანიზაცია, თუ მათ, რაიმე მიზეზით, ეროვნული უსაფრთხოებისათვის საზიანოდ მიიჩნევს. ამავე კანონით, რუსეთის მოქალაქეებსა და ჯგუფებს ეკრძალებათ ასეთი „არასასურველი“ ორგანიზაციებისაგან ფულის აღება, ან მათი მასალის გავრცელება. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ მონაცემებით, 2015 წლიდან რუსეთმა - ამ კანონის საფუძველზე - შავ სიაში შეიყვანა 11 უცხოური, უმეტესწილად, ამერიკული ორგანიზაცია. ამას გარდა, რუსეთის მთავრობამ ბრალდებები წაუყენა, სულ ცოტა, 11 რუსულ ორგანიზაციას „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისათვის“. „ჰიუმან რაიტს უოჩის“ ცნობით, 11-ვე შემთხვევაში ბრალდებების მიზეზია უცხოური „არასასურველი“ ორგანიზაციების ვებსაიტებთან დამაკავშირებელი ჰიპერლინკები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG