Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი: აშშ ცდილობს, პუტინის წინააღმდეგ განაწყოს რუსი ბიზნესმენები


კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლის განცხადებით, აშშ ცდილობს, რუსეთში 2018 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ განაწყოს რუსეთის ბიზნეს-ელიტა. ეს შეფასება 30 ნოემბერს გამოთქვა პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. ის ამბობს, რომ უცხოურმა საინფორმაციო სააგენტომ გაუგზავნა შეკითხვები, რომელთა შორისაც იყო ასეთიც: „იზიარებთ მოსაზრებას, რომ აშშ-ის ხელისუფლება (რუსეთის წინააღმდეგ) სანქციებს იყენებს საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მდიდარი მხარდამჭერები მის წინააღმდეგ განაწყოს?“ პესკოვის თქმით, მან პასუხად დაწერა: დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასე არისო. აშშ-მა რუსეთს სანქციები დაუწესა 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, ისევე როგორც აშშ-ში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევისათვის. პუტინი 1999 წლიდან - ხან პრემიერ-მინისტრის, ხან პრეზიდენტის რანგში - დგას ხელისუფლების სათავეში და მოსალოდნელია, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 2018 წლის 18 მარტის არჩევნებშიც.

XS
SM
MD
LG