Accessibility links

იაპონიაში გამოცხადდა იმპერატორის გადადგომის თარიღი


იმპერატორი აკიჰიტო

იაპონიის იმპერატორი, აკიჰიტო ტახტიდან გადადგება 2019 წლის 30 აპრილს - ამის შესახებ 1 დეკემბერს გამოაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ იმპერატორთან და ექსპერტთა სპეციალური საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. ეს იქნება ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევა, როცა იაპონიის იმპერატორი თავისი სურვილით დატოვებს სამეფო ტახტს. აკიჰიტო, რომელიც ამჟამად 83 წლისაა, იაპონიის სამეფო ტახტზე 1989 წელს ავიდა. 2016 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ აკიჰიტო გადადგომას აპირებს ასაკისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო. იაპონიაში დადგენილი წესით, ტახტის მემკვიდრეობით გადაცემას იწვევს მხოლოდ იმპერატორის გარდაცვალება, ამიტომ, 2017 წლის ივლისში, პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი იმპერატორ აკიჰიტოს გადადგომის შესახებ. 2019 წლის 1 მაისს, იაპონიის სამეფო ტახტზე ავა აკიჰიტოს უფროსი ვაჟი, პრინცი ნარუჰიტო, რომელიც ამჟამად 57 წლისაა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG