Accessibility links

9 კაცი შეეწირა თალიბების თავდასხმას აგრარულ უნივერისიტეტზე


სულ მცირე 9 კაცი დაიღუპა პაკისტანის თალიბანის დაჯგუფების მიერ აგრარულ უნივერსიტეტზე განხორციელებულ თავდასხმას. იუწყებიან, რომ თავდამსხმელები, რომლებსაც ბურკა ეცვათ, 1 დეკემბერს ქალაქ ფეშავარში უნივერსიტეტის კამპუსში შეიჭრნენ. ოპერაციის დროს, რომელიც ორ საათს გაგრძელდება, პოლიციამ და უსაფრთხოების ძალებმა ყველა თავდამსხმელი დახოცეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანის პაკისტანის დაჯგუფება „ტეჰრიკ ე-თალიბანმა“, რომლის წარმომადგენელის განცხადებით იერიშის სამიზნეს წარმოადგენდა სამხედრო უწყების სადაზვერვო სამსახურის კონსპირაციული ბინა. 1 დეკემბერი სადღესასწაულო უქმეა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვის პროვინციაში, სადაც ამ დღეს პატივს მიაგებენ წინასწარმეტყველ მუჰამედს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG