Accessibility links

რუსეთმა დაამტკიცა შეთანხმება საბრძოლო თვითმფრინავებისათვის ეგვიპტის ბაზების გამოყენების თაობაზე


რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმების პროექტს, რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავებისათვის ეგვიპტის სამხედრო ბაზების გამოყენებაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსკოვს გააფართოოს სამხედრო ოპერაციები ახლო აღმოსავლეთში. შეთანხმების პროექტი 30 ნოემბერს მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დოკუმენტს 28 ნოემბერს ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა. შეთანხმების განხორციელებას საჭიროებს შემდგომ მოლაპარაკებებს ეგვიპტისა და რუსეთის სამხედრო უწყებებს შორის. რუსეთს უკვე აქვს სამხედრო და საავიაციო ბაზები სირიის ტერიტორიაზე, და სურს უფრო გააფართოოს სამხედრო ყოფნა ახლო აღმოსავლეთში. ეგვიპტე მოსკოვის ახლო პარტნიორი იყო გასული საუკუნის 50-იან-60-იან წლებში, ნაციონალისტი ლიდერის, გამალ აბდელ ნასერის მმართველობის დროს. თუმცა, ნასერის მემკვიდრემ, ანვარ სადათმა, გაწყვიტა კავშირები მოსკოვთან და გააძევა რუსი სამხედრო მრჩევლები. ეგვიპტის ახლანდელმა პრეზიდენტმა, აბდელ-ფატა ალ-სისიმ მეგობრული ურთიერთობა დაამყარა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, გააღრმავა ვაჭრობა რუსეთთან და კვლავ გამოთქვა დაინტერესება რუსეთის სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG