Accessibility links

სუს-მა დაადასტურა, რომ აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას


ანტიტერორისტული ოპერაციის ადგილი. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, 2017 წლის 22 ნოემბერი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ აჰმედ ჩატაევი იყო ერთ-ერთი, ვის წინააღმდეგაც 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარდა ანტიტერორისტული ოპერაცია. 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე სუს-ის წარმომადგენელმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ლიკვიდირებული იყო დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი, აჰმედ ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. გიორგობიანმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაქცევა შეძლო დაჯგუფების კიდევ ორმა წევრმა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG