Accessibility links

არგენტინამ დაღუპულად გამოაცხადა დაკარგული წყალქვეშა ნავის ეკიპაჟის წევრები


არგენტინის სამხედრო წყალქვეშა ნავი "სან ხუანი" 2014 წლის ივნისში

არგენტინამ დაღუპულად გამოაცხადა ატლანტის ოკეანეში დაკარგული სამხედრო წყალქვეშა ნავის, „სან-ხუანის“, ეკიპაჟის წევრები - 44 ადამიანი. ფლოტმა შეწყვიტა სამაშველო ოპერაცია მათ გადასარჩენად. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ენრიკე ბალბის განცხადებით, წყალქვეშა ნავის ძებნა მაინც გაგრძელდება. „სან-ხუანი“ 15 ნოემბერს გაქრა ლოკატორებიდან. სამაშველო ოპერაციაში, რომელშიც არგენტინის გარდა 18 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩართული იყო 28 გემი და 10 თვითმფრინავი. ჯერ არ არის დადგენილი წყალქვეშა ნავის დაკარგვის მიზეზი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG