Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: აშშ ცდილობს ჩრდილოეთ კორეის პროვოცირებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ დაადანაშაულა ჩრდილოეთ კორეის "პროვოცირებაში", გაააქტიუროს მუშაობა ბირთვულ პროგრამაზე. ლავროვმა ამ თემაზე ისაუბრა 30 ნოემბერს ბელორუსიაში ვიზიტისას და იქვე უარყო შეერთებული შტატების მოწოდება, შეწყვიტოს ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, ამ ქვეყნის მიერ ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდის გამო. კორეის ნახევარკუნძულის გარშემო დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა გამოაცხადა, რომ 29 ნოემბერს წარმატებით გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა. ჩრდილოეთ კორეამ გამოცდა მოიხსენია „გარღვევად“, რადგან რაკეტის რადიუსი, მისი თქმით, აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. ვაშინგტონმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან და ამ ქვეყნის ლიდერები გააფრთხილა, რომ „მთლიანად განადგურდებიან“ ომის დაწყების შემთხვევაში. ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გამოცდას მოსკოვმა „პროვოკაცია“ უწოდა, მაგრამ ლავროვმა აშშ-იც დაადანაშაულა „პროვოკაციაში“: მისი აზრით, ვაშინგტონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს აქეზებს „ახალი უკიდურესი ქმედებებისაკენ“.

XS
SM
MD
LG