Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკლ ფლინს წაუყენეს ბრალდება, რომ ტყუილი უთხრა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, მაიკლ ფლინს წაუყენეს ბრალდება, რომ ტყუილი უთხრა გამოძიების ფედერალურ ბიუროს. 1 დეკემბერს გავრცელებული ინოფრმაციით, ფლინს ბრალად უყენებენ, რომ შეგნებულად იცრუა, როცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს უთხრა, რომ არ უსაუბრია რუსეთის მიმართ სანქციების საკითხზე აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან 2016 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე პერიოდში. ეს არის პერიოდი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე. მედიის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ფლინი თავს დამნაშავედ ცნობს ვაშინგტონის სასამართლოში მისი საქმის მოსასმენად დანიშნულ სხდომაზე. ფლინი წელს თებერვალში გადადგა ტრამპის მრჩევლის თანამდებობიდან მასზე სულ 24 დღე მუშაობის შემდეგ. იუსტიციის სამინისტროს საგანგებო მრჩეველი რობერტ ბიულერი ხელმძღვანელობს გამოძიებას ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის შესაძლო კონტაქტების დასადგენად.

XS
SM
MD
LG