Accessibility links

რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს სატვირთო მანქანების მძღოლთა ორგანიზაცია


რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს სატვირთო მანქანების მძღოლთა ორგანიზაცია, რომელიც 2015 წლიდან მართავს საპროტესტო აქციებს „პლატონად“ წოდებული დაბეგვრის სისტემის წინააღმდეგ. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სატვირთო მანქანების მძღოლთა ორგანიზაციაში დოკუმენტების მოულოდნელი შემოწმებისას იქნა დადგენილი, რომ ორგანიზაცია „ატარებს უცხოეთის აგენტის ფუნქციებს“. სამინისტროს მოკლე განცხადება არ შეიცავს დამატებით განმარტებას და არ ასახელებს არც უცხო ქვეყანას და არც უცხოურ ორგანიზაციას, რომელისაგანაც სატვირთო მანქანის მძღოლები, თითქოს, დაფინანსებას იღებენ. სატვირთო მანქანების მძღოლთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბაჟუტინმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ აქტივისტები დეკემბრის შუა რიცხებში განაახლებენ საპროტესტო გამოსვლებს. ეს არის რუსეთში 2018 წლის 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატების რეგისტრაციის პერიოდი. „პლატონი“ ეწოდება რუსეთში სატვირთო მანქანების გარკვეული ნაწილის დაბეგვრის სისტემას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG