Accessibility links

რუსეთში აშშ-ის ელჩმა გააუქმა შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტი


რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ჰანტსმენმა, გააუქმა შორეულ აღმოსავლეთში ვიზიტი მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები ვერ იცლიან მასთან შესახვედრად. აშშ-ის საელჩომ 1 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ჰანსტმენი არ გაემგზავრება ვლადივოსტოკში და სახალინზე, რადგან გუბერნატორებმა, იუჟნო-სახალინსკის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მასთან შეხვედრაზე. რეგიონში ვიზიტის გაუქმების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის უთანხმოების გამწვავება უკრაინაში რუსეთის აგრესიის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევისა და აშშ-ში რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია RT-ის „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირების მოთხოვნის გამო.

XS
SM
MD
LG