Accessibility links

პოროშენკო: უკრაინა ახლო მომავალში ჩაატარებს რეფერენდუმებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ


უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ახლო მომავალში გაიმართება რეფერენდუმები ნატოსა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე. ამასთან, პოროშენკომ 1 დეკემბერს სატელევიზიო მიმართვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კიევი მტკიცედ ადგას ევროპაში ინტეგრაციის გზას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის გასულ კვირაში გამოქვეყნებული შედეგებით, უკრაინელების ნახევარზე ნაკლები - 43% - ემხრობა ნატოში გაწევრიანებას. თუმცა მხარდაჭერა ორჯერ და უფრო მეტად არის გაზრდილი 2013 წლის შემდეგ, როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის შესვლას სულ 20% ემხრობოდა. მას შემდეგ, 2014 წელს, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და შეუდგა აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ბრძოლის მხარდაჭერას. რაც შეეხება ევროკავშირს - მასში გაწევრიანებას მხარს უჭერს უკრაინაში გამოკითხულთა 56%.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG