Accessibility links

მაიკლ ფლინმა, რომელსაც წაყენებული აქვს გამომძიებლების მოტყუების ბრალდება, თავი დამნაშავედ ცნო


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, მაიკლ ფლინმა, რომელსაც წაყენებული აქვს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მოტყუების ბრალდება, თავი დამნაშავედ ცნო. ინფორმაცია, რომ ფლინს ბრალდება წაუყენეს, 1 დეკემბერს გავრცელდა. ეს ამბავი მიჩნეულია მნიშვნელოვან სიახლედ აშშ-ის იუსტიციის საბჭოს საგანგებო მრჩევლის, რობერტ მიულერის ხელმძღვანელობით მიმდინარე გამოძიების პროცესში. მიულერს ევალება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის შესაძლო კავშირების დადგენა. ფლინისთვის წაყენებული ბრალდების თანახმად, მან შეგნებულად იცრუა, როცა გამოძიების ფედერალურ ბიუროს უთხრა, რომ არ უსაუბრია რუსეთის მიმართ სანქციების საკითხზე აშშ-ში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან 2016 წლის 8 ნოემბრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე პერიოდში. ეს არის პერიოდი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG