Accessibility links

კოსოვოს პრემიერი აღარ იძებნება ინტერპოლის მიერ


სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რამუშ ჰარადინაის გვარი ამოიღეს მსოფლიოს მასშტაბით ძებნილი პირების სიიდან, სადაც ის სერბიის თხოვნით მოხვდა. კოსოვოს იუსტიციის მინისტრის, აბელარდ ტაჰირის თქმით, ინტერპოლმა ამცნო მას, რომ 18 კოსოვოელი ამოიღეს იმ პირების სიიდან, რომლებსაც სერბია ეძებს. დღეიდან, ტაჰირის თქმით, ამ პირებს აქვთ უფლება დატოვონ ქვეყანა და თავისუფლად იმოგზაურონ, პრობლემების გარეშე. ახლა პრემირი, ჰარადინაი, სერბიისგან თავისი კუთხის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და საველე მეთაური იყო. ტაჰირის მიერ გავრცელებული ცნობის გამო სერბიას კომენტარი არ გამოუქვეყნებია. ჰარადინაი ორჯერ დააპატიმრეს ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიაში ყოფნის გამო, ერთხელ სლოვენიაში და ერთხელ საფრანგეთში და ორივეჯერ გაუშვეს. ჰარადინაის ბრალად წაუყენეს ომის დანაშაული, მაგრამ გაამართლეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG