Accessibility links

სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს და ათამდე დაჭრეს ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს ავღანეთში, ქაბულსა და ნანგარჰარში. ავღანეთის უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა კერძო რადიო და ტელესადგურთან მოწყობილი აფეთქებისას ჯალალაბადში, განაცხადა ათაულა ხუგიანიმ, ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის წარმომადგენელმა. აფეთქება გამოიწვია მაგნიტურმა ბომბმა, რომელიც რიქშაზე იყო მიმაგრებული. ცნობით, ამ აფეთქების სამიზნე პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. მეორე აფეთქებაც მაგნიტური ბომბით მოეწყო. მისი სამიზნე ავღანეთის დედაქალაქში არმიაში გაწვევის სამსახურის შენობა იყო. ამ ინციდენტისას სამი პირი დაშავდა. მაგნიტური ბომბით თავდასხმა ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ტაქტიკას წარმოადგენს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG