Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა მკაცრად დაგმო პაკისტანის თალიბანის თავდასხმა სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტზე


აშშ-მა განაცხადა, რომ „მკაცრად გმობს“ პაკისტანის თალიბანის თავდასხმას ფეშავარის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტზე, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თავდასხმისას 35 ადამიანი დაშავდა. სახელმწიფო დეპარტამენტი პირველ დეკემბერს ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ღრმა სამძიმარია გამოხატული დახოცილთა ოჯახების მიმართ და დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ. ჩვენ პაკისტანის ხალხთან და მთავრობასთან ერთად ვდგავართ და გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ტერორიზმის საფრთხესთან ბრძოლას, წერია განცხადებაში. პირველი დეკემბრის თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანის თალიბანმა, თეჰრიქ-ე თალიბანმა.

XS
SM
MD
LG