Accessibility links

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა საგადასახადო რეფორმის შესახებ კანონპროექტი


აშშ-ის სენატმა მიიღო კანონპროექტი საგადასახადო სფეროს რეფორმირების შესახებ. დოკუმენტი რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო მომზადებული. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 51-მა სენატორმა. 49 პირი, მათ შორის, ერთი რუსპუბლიკელი, წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი გულისხმობს 80-იანი წლების შემდეგ აშშ-ში გადასახადის უპრეცედენტო შემცირებას. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ რეფორმა ხეირს მოუტანს მსხვილ ბიზნესს და მდიდარ ამერიკელებს. ამასთან, კანონპროექტი საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის ერთი ტრილიონი დოლარით. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერს ქრისტეშობამდე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG