Accessibility links

ბოსნიელმა ხორვატმა გენერალმა ჰააგის სასამართლოზე კალიუმის ციანიდი დალია


ბოსნიელმა ხორვატმა გენერალმა, სლობოდან პრალიაკმა, რომელმაც თავი მოიკლა ჰააგის სასამართლო პროცესზე, ძლიერმოქმედი შხამი დალია. დადგენილია მისი შემადგენლობა. გამოძიების წინასწარი შედეგების შესახებ იტყობინება ნიდერლანდის პროკურატურა, რომ პრალიაკის სისხლში აღმოჩნდა იმ რაოდენობის კალიუმის ციანადი, რამდენმაც მისი გულის მუშაობა გააჩერა. 29 ნოემბერს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო განიხილავდა პრალიაკის განაჩენის, 20 წლიანი პატიმრობის გამო საჩივარს. როცა ბრალდებულმა მოისმინა მოსამართლის სიტყვები, რომ განაჩენი ძალაში დარჩა, მან წამოიძახა, რომ არ არის დამნაშავე და პატარა ბოთლიდან დალია სითხე. ის იმავე დღეს საავადმყოფოში მოკვდა. არ არის დადგენილი, როგორ მოიპოვა გენერალმა შხამი. მას 1992-1995 წლების საომარ დანაშაულში ედებოდა ბრალი. ის ბოსნიელ ხორვატთა ჯარის მეთაური იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG