Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქ ფილარეტის განცხადებით, უკრაინის ეკლესია არასოდეს დაუბრუნდება რუსეთის პატრიარქატს


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა, პატრიარქმა ფილარეტმა განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესია არასოდეს დაუბრუნდება მოსკოვის პატრიარქატის კონტროლს. ფილარეტმა ჟურნალისტებს, კიევში, პირველ დეკემბერს უთხრა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 30 ნოემბერს „იცრუა“, როცა გამოაცხადა, რომ მან რუსეთის პატრიარქს კირილს პატიება სთხოვა. მოსკოვის პატრიარქმა ფილარეტი განდევნა მას მერე, რაც მან 1992 წელს კიევის პატრიარქატი მოსკოვისას ჩამოაშორა. მათ, ახლა სურთ, კვლავ მოველაპარაკოთ იმაზე, რომ მოსკოვის პატრიარქატს დავუბრუნდეთ, თქვა ფილარეტმა. „პირველ რიგში, მინდა ვუთხრა მოსკოვის პატრიარქატს და რუს მიტროპოლიტებს, რომ უკრაინის ეკლესია არასოდეს დაუბრუნდება მოსკოვის პატრიარქატს. რატომ? რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს. ხედავთ, რა მატყუარაა მოსკოვი? მათ ვერ ენდობი“ თქვა უკრაინის პატრიარქმა და დასძინა, რომ წერილში, რომელიც რუსეთის ინციატივით დაწყებული მიწერ-მოწერის ნაწილი იყო, ის წერდა ორ ეკლესიას შორის შესაძლო დიალოგის თაობაზე.თუმცა, მან შესთავაზა, რომ მოლაპარაკების წინაპირობა უნდა ყოფილიყო მოსკოვის პატრიარქატის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.

XS
SM
MD
LG