Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტს სურს ნატოს და ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერენდუმები ჩაატაროს


ახლო მომავალში უკრაინა ჩაატარებს რეფერენდუმებს იმის თაობაზე, ესწრაფვის თუ არა ეს ქვეყანა ნატოს და ევროკავშირის წევრობას, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. ამის თაობაზე პროდასავლურმა ლიდერმა განაცხადა ტელევიზიით პირველ დეკემბერს. პოროშენკოს თქმით, უკრაინელები ევროპული ინტეგრაციის ერთგული რჩებიან. მან განაცხადა, რომ ეჭვი არ აქვს, რეფერენდუმები მალე მოეწყობა, დარწმუნებული ვარ უკრაინის ხალხი ჩემს წინადადებას მხარს დაუჭერს, თქვა პოროშენკომ. გამოკითხვის გასული კვირას გამოქვეყნებული შედეგებით, უკრაინელების 43 პროცენტს სურს თავისი ქვეყნის ნატოში გაერთიანება. მხარდაჭერა გაორმაგდა 2013 წლის შემდეგ, ერთი წლით ადრე, სანამ კრემლი ყირიმის ანექსიას მოახდენდა. მაშინ უკრაინელთა 20 პროცენტი იყო ნატოში წევრობის მომხრე. გამოკითხვით, ახლა მეტი ადამიანი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებს, მათი რაოდენობა 56 პროცენტია.

XS
SM
MD
LG