Accessibility links

ირანმა გახსნა გაფართოებული ნავსადგური ომანის ყურეში


ირანმა ოფიციალურად გახსნა გაფართოებული ნავსადგური ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ომანის ყურეს პირას. ჩაჰბაჰარის ნავსადგურის გახსნას დაესწრო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი. მასთან ერთად იყნენ მიწვეული სტუმრები ინდოეთიდან, ყათარიდან, ავღანეთიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩაჰბაჰარის ნავსადგურის გზით ტვირთის მიმომქცევის ოდენობა წლიურად 8-ნახევარ მილიონ ტონას მიაღწევს. მიმომხილველები მიიჩნვენ, რომ ნავსადგური კონკურენციას გაუწევს პაკისტანის გუარდარის ნავსადგურს, რომელიც 80 კილომეტრში მდებარეობს და ჩინეთის დაფინანსებით აშენდა.

XS
SM
MD
LG