Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მიგრაციის შესახებ გაეროს გლობალურ ხელშეკრულებას გამოეთიშება


აშშ-მა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ს გამოთიშავს გაეროს მიგრაციის შესახებ გლობალური ხელშეკრულებიდან. განცხადების თანახმად, ამის მიზეზი ისაა, რომ ხელშეკრულება აშშ-ის სუვერენიტეტს ხელყოფს. სახელმწიფო დეპარტამენტი 2 დეკემბერს იტყობინებოდა, რომ ხელშეკრულება შეიცავს არაერთ პირობას, რომლებიც არ შეესაბამება ლტოლვილთა და მიგრაციის საკითხებში აშშ-ის პოლიტიკას და ტრამპის ადმინისტრაციის პრინციპებს ამ სფეროში. შედეგად, პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა უნდა შეწყვიტოს თავის მონაწილეობა გატარების პროცესში, აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი და წერს, რომ აშშ-ის მონაწილეობა პროცესში დაიწყო 2016 წელს, მას მერე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, გადაწყვიტა, შეერთებოდა გაეროს ნიუ-იორკის დეკლარაციას ლტოლვილების შესახებ. გაეროს თანახმად, ნიუ იორკის დეკლარაცია გამოხატავს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერების პოლიტიკურ ნებას გადაარჩინონ სიცოცხლე, დაიცვან უფლებები და გაინაწილონ პასუხიმგებლობა მთელ მსოფლიოს მასშტაბით. ის ცდილობს დაიცვას სტატუსის მიუხედავად ყველა ლტოლვილის და მიგრანტის უფლებები. აშშ-ის ელჩმა გაეროში, ნიკ ჰეილიმ განაცხადა, რომ ნიუ იორკის დეკლარაციის გლობალური მიდგომა არ შეესატყვისება აშშ-ის სუვერენიტეტს.

XS
SM
MD
LG