Accessibility links

ავღანეთში მოკლეს თალიბანის „წითელი რაზმის“ მეთაური


თალიბანის ეგრეთ წოდებული, სპეცნაწილის, „წითელი რაზმად“ წოდებული ჯგუფის მეთაური მოკლეს ავღანეთის არმიის ჯარისკაცებმა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ავღანეთის დაზვერვის მთავარმა უწყებამ. ამ ინფორმაციის თანახმად, მოლა შაჰ უალი, ასევე ცნობილი როგორც, მოლა ნავერი, საჰაერო ოპერაციის დროს მოკლეს ჰელმანდის პროვინციაში, გასულ კვირაში. უალი „წითელი რაზმის“ მეთაური და ჰელმანდის ჩრდილოვანი გუბერნატორის მოადგილე გახდა სამი წლის წინ. მისი რაზმი განსაკუთრებით კარგად, აშშ-ის მიერ წარმოებული იარაღითაა აღჭურვილი, იუწყება ავღანეთის არმია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG