Accessibility links

ავღანეთში თვითმკვლელმა ხუთი ადამიანი იმსხვერპლა


ავღანეთში, სამ დეკემბერს, მოტოციკლით მოძრავმა თვითმკვლელმა თავდამსხმელმა, სულ მცირე ხუთი ადამიანი იმსხვერპლა. ნანგარჰარის პროვინციის მთავრობის წარმომადგენლის თანამხად, საფეხბურთო სტადიონთან მთავრობის მომხრეთა დემონსტრაცია იმართებოდა. აფეთქება მოხდა ჯალალაბადში, ხალხის მჭიდროდ თავშეყრის ადგილზე. დაშავებულთა რიცხვი რვაა. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია. სულ მცირე ორი ადამიანი მოკლეს და ათამდე დაჭრეს ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს ავღანეთში, ქაბულსა და ასევე ნანგარჰარში ორ დეკემბერს. ავღანეთის უშიშროების სამსახურის ორი თანამშრომელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა კერძო რადიო და ტელესადგურთან მოწყობილი აფეთქებისას ჯალალაბადში. აფეთქება გამოიწვია მაგნიტურმა ბომბმა, რომელიც რიქშაზე იყო მიმაგრებული.

XS
SM
MD
LG