Accessibility links

გაერთიანებული საამირო უარყოფს მშენებარე ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის დაშენის ცნობას


არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უარყვეს იემენის შიიტი მეამბოხეების მიერ გავრცელებული ცნობა საამიროებში მშენებარე ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის დაშენის შესახებ. აბუ-დაბის მიერ ოფიციალური უარყოფა გავრცელდა მაშინ, როცა იემენის დედაქალაქ სანაში მიმდინარეობს მძაფრი ბრძოლა ერთი მხრივ მეამბოხეებსა და საუდის არაბეთის მეთაურობის მოქმედ კოალიციას შორის, მეორე მხრივ. საამიროები კოალიციის შემადგენლობაში არიან. იემენელი მეამბოხეები უკვე მეხუთე დღეა სანაში ებრძვიან ყოფილი პრეზიდენტის, ალი აბდალა სალეჰის მომხრეებს.

XS
SM
MD
LG